ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა
პედაგოგები:ქეთევან ჯიქია,ლიანა აზალაძე
1. გაკვეთილის თემა
|
ცხოველური, მცენარეული და სოკოს უჯრედების შედარება
|
2. სწავლების საფეხური და
კლასი
|
მე-7 კლასი,საგანი-საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების საფუძვლები
|
3.მასწავლებლები
|
ქეთევან ჯიქია
ლიანა აზალაძე
|
|
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
22
|
5. სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
ერთი მოსწავლე-აისელ ჯაფაროვი
მოსწავლე არის აზერბაიჯანულ
ენოვანი,აქვს სიტყვათა მწირი მარაგი,რამაც გამოიწვია ეროვნული სასწავლო გეგმის
მინიმალური მოთხოვნების დაუძლევლობა.
|
6. გაკვეთილის მისაღწევი შედეგები/მიზნები
კლასისთვის
გრძელვადიანი მიზანი
მოკლევადიანი მიზნები
(სსსმ მოსწავლისათვის)
გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლისათვის
|
მოსწავლემ შეძლოს მცენარეული,
ცხოველური და სოკოს უჯრედებისთვის დამახასიათელ სტრუქტურებს შორის
მსგავსება-განსხვავების დანახვა.
მიმართულება-ცოცხალი სამყარო
მოსწავლემ შეძლოს უჯრედის აგებულების შესწავლა
·
მოიპოვოს
ინფორმაცია ილუსტრაციებიდან უჯრედის
ფორმების მრავალფეროვნების შესახებ
·
დააკავშიროს
უჯრედის ფორმა შესასრულებელ ფუნქციასთან
·
ამოიცნოს
მიკროსკოპულ პრეპარატში ან მის ელექტრონულ ფორმატზე უჯრედის სტრუქტურები
მოსწავლემ შეძლოს უჯრედის მთავარი
ნაწილების (ბირთვი,გარსი,ციტოპლაზმა)
შესწავლა,მათი ამოცნობა მიკროსკოპულ პრეპარატში.
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ბუნ.VII.5.მოსწავლეს
შეუძლია
იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის
აგებულებისა და განვითარების ერთეულზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების
ელემენტარულ ერთეულზე;
·
ილუსტრაციაზე
ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს
და ასახელებს მათ ფუნქციას;
|
8. თანმიმდევრობა
|
A ფაზა-გამოწვევა
ფრონტალური კითხვებით მოვახდენთ
წინარე ცოდნის გააქტიურებას.
კითხვები კლასისთვის:
1.რა ნაწილებისაგან შედგება მცენარეული
უჯრედი?
2.რა ნაწილებისაგან შედგება ცხოველური უჯრედი?
3.როგორი აგებულება აქვს სოკოს უჯრედს?
4.რომელ ორგანოიდს შეადარებდით
კომპიუტერის პროცესორს?
5.რომელი ორგანოიდია ენერგიის წყარო
უჯრედში?
6. დაასახელეთ ორგანოიდი,რომელიც
მცენარის ფოტოსინთეზის უნარს განაპირობებს
კითხვები სსსმ მოსწავლისათვის:
1.რომელ გამადიდებელ ხელსაწყოებს
იცნობ?
2.რა არის ცოცხალი ორგანიზმების შემადგენელი უმცირესი ერთეული?
3.რატომ ვიყენებთ მიკროსკოპს
უჯრედების შესასწავლად?
B ფაზა-სიღრმისეული
წვდომა
აქტივობა 1-უჯრედის მოდელის შექმნა
კლასს დავყოფთ სამ ჯგუფად,თითოეულს
მივცემთ დავალებას.
I ჯგუფი-მცენარეული
უჯრედის მოდელის შექმნა
II
ჯგუფი-ცხოველური უჯრედის მოდელის შექმნა
III
ჯგუფი-სოკოს უჯრედის მოდელის შექმნა
ჯგუფებს ურიგდებათ უჯრედის ფორმები (იმ უჯრედის ფორმა,რომლის მოდელიც
უნდა შექმნან) და ყუთით ბარათები, ყველა
სახის ორგანოიდების წარწერებით-(ბირთვი,ენდოპლაზმური ბადე,გოლჯის
აპარატი,ლიზოსომა,ქლოროპლასტი,მიტოქონდრია,რიბოსომა,ცენტრალური ვაკუოლი,უჯრედის
ცენტრი,უჯრედული კედელი,ბირთვაკი.)
მოსწავლეებს ევალებათ ყუთიდან
ამოარჩიონ ის ორგანოიდები,რომლებსაც შეიცავს
უჯრედი,რომლის მოდელიც უნდა შექმნან და დააკრან უჯრედის ფორმაზე.
დავალება ჯგუფში სსსმ მოსწავლეს:
სსსმ მოსწავლე არის პირველ ჯგუფში, მას
ევალება იპოვოს ცენტრალური ორგანოიდი-ბირთვი ყუთში მოთავსებულ ორგანოიდებს შორის,დააწებოს
უჯრედის ფორმაზე და ამით დაეხმაროს ჯგუფს მუშაობაში.
აქტივობა 2-პრეზენტაცია
სამუშაოს დასრულების
შემდეგ,მოსწავლეები (ჯგუფები)აკეთებენ შესრულებული დავალების პრეზენტაციას,ასახელებენ
მათ მიერ აწყობილი უჯრედის კომპონენტებს
და საუბრობენ ფუნქციებზე.
სსსმ მოსწავლე მოდელზე არსებული
წარწერებიდან კითხულობს ორგანოიდების
დასახელებებს.
აქტივობა 3-ინდივიდუალური მუშაობა
(სინათლის მიკროსკოპის გამოყენებით უჯრედის
მთავარი ნაწილების დანახვა.)
ყველა მოსწავლეს ურიგდება საჭირო
მასალები: სასაგნე მინები,საფარი მინები,წყალი,პიპეტი,ხახვის ქერქლი,იოდი.
მოსწავლეები ინდივიდუალურად ამზადებენ პრეპარატს
და აკვირდებიან მიკროსკოპით მცირე და დიდ გადიდებაზე,ამოიცნობენ უჯრედის ნაწილებს.
ინდივიდუალური სამუშაო სსსმ მოსწავლისთვის:
მასწავლებლის დახმარებით სსსმ
მოსწავლე ამზადებს დროებით პრეპარატს,მასწავლებელი ეხმარება მას ამ პრეპარატის
სასაგნე მაგიდაზე მოთავსებაში. ამის შემდეგ მოსწავლე აკვირდება პრეპარატს.აღნიშნული
აქტივობის მიზანია მან უჯრედის სამი მთავარი ნაწილი -გარსი,ბირთვი და ციტოპლაზმა
ამოიცნოს.
|
შეჯამება,
რეფლექსია
|
C ფაზა
შესრულებული სამუშაოს გაანალიზების მიზნით
ვახდენთ შეჯამებას,კლასს ვუსვამთ შემდეგ კითხვებს:(კლასისთვის)
1.რომელი ორგანოიდები აქვს როგორც
მცენარეულ,ისე ცხოველურ და სოკოს უჯრედებს?
2.როგორ ფიქრობთ,რატომ არ არის
ქლოროპლასტები ცხოველურ და სოკოს უჯრედში?
3.რომელი ორგანოიდები აქვს
მცენარეულის მსგავსად სოკოს უჯრედს?
4.რითი ემსგავსება ცხოველური უჯრედი
სოკოს უჯრედს?
5.როგორ ფიქრობთ,საჭიროებენ თუ არა
სოკოები სინათლეს?
შემაჯამებელი კითხვები სსსმ მოსწავლისათვის:
1.უჯრედის რომელი კომპონენტები
დაინახე შენს მიერ დამზადებულ პრეპარატში?
2.გვანან თუ არა ერთმანეთს ფორმით
მცენარეული,ცხოველური და სოკოს უჯრედები?
3.რა აქვთ საერთო სამივე ტიპის
უჯრედს?
|
საშინაო დავალება
|
მოსწავლეებს ეძლევათ
შემდეგი საშინაო დავალება:
ვენის დიაგრამის საშუალებით შეადარონ ერთმანეთს სამივე ტიპის უჯრედი.
საშინაო დავალება სსსმ მოსწავლისთვის:
საშინაო დავალების რვეულში ჩაიხატოს ერთ-ერთი
ტიპის უჯრედი და შემადგენელ კომპონენტებს გაუკეთოს წარწერები.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий