გაკვეთილის
გეგმა ბიოლოგიაში
პედაგოგი -
ქ.ჯიქია
გაკვეთილის თემა
|
სამეფო-სოკოები
|
||||||
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური, 7 კლასი
|
||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
29 მოსწავლე.სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
|
||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა \ აქტუალობა
|
ამ თემის შესწავლით მოსწავლეები შეძლებენ სოკოების,როგორც ცალკე
სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შესწავლას,სოკოების მნიშვნელობის გააზრებას ბუნებასა და ადამიანის
საქმიანობაში.
|
||||||
გაკვეთილის მიზანი
|
·
სოკოთა
სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გარკვევა
·
ქუდიანი
სოკოების კვებისა და აგებულების თავისებურების შესწავლა
·
ბუნებასა
და ადამიანის საქმიანობაში სოკოების როლის განსაზღვრა
·
ანალიზის,სისტემატიზაციისა
და შეჯამების უნარების განვითარება
|
||||||
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
·
ბუნ.VII.7. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება,გამოიყენოს კლასიფიკაციის
პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფის მსგავსება-განსხვავებაზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
*წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი
და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზას თავისივე შერჩეული კრიტერიუმების
მიხედვით, ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის
გამოყოფის მიზეზს, აკეთებს პრეზენტაციას;
*ასახელებს
ორგანიზმების ჯგუფებად (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები,
ყვავილოვანი მცენარეები) დაყოფის მთავარ კრიტერიუმებს;
*მოიპოვებს მასალას ადგილობრივ
გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს
შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებად დამახასიათებელი
ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი - მცენარეთა სამეფო, შესაბამისად, შიშველ- ან ფარულთესლოვანი);
* ბუნების წიაღში ამოიცნობს ორგანიზმებს
საველე სარკვევების/სათანადო ლიტერატურის დახმარებით;
* მოიპოვებს ინფორმაციას და
აღწერს ცოცხალი სამყაროს სამეფოებს,ადგენს მარტივ გენეალოგიურ ხეს და
წარმოადგენს მას სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ.,
სქემა, ნახატი).
|
||||||
წინასწარი ცოდნა
|
·
მცენარეული
უჯრედის აგებულების ცოდნა
·
ცხოველური
უჯრედის აგებულების ცოდნა
|
||||||
|
მოსწავლე შეფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით, შემდეგი კომპონენტებით
·
საკონტროლო კითხვებზე პასუხი
·
დისკუსიაში მონაწილეობა.
|
||||||
სასწავლო მასალა და რესურსები
|
სახელმძღვანელო,დაფა, კომპიუტერი,პროექტორი, ბარათები შესავსები ცხრილით თითოეული მოსწავლეზე გათვლილი.
|
||||||
გაკვეთლის მსვლელობა\ მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები _ 5 წთ
A _ ფაზა [გამოწვევა] _8 წთ
მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად
გაკვეთილს ვიწყებ საუბრით,რომ ბუნება უამრავ საკვირველ გამოცანას გვთავაზობს და
ერთ-ერთ მათგანს დღეს გავეცნობით.დაფაზე ვწერ სიტყვებს და მოსწავლეებს ვთხოვ,ყურადღებით
წაიკითხონ ისინი, იპოვონ მათ შორის ზედმეტი რამოდენიმე სიტყვა და ამავე დროს
მოიფიქრონ,რატომ არის ეს სიტყვები ზედმეტი.
აქტივობა 1 – მიზნების ერთობლივად
დასახვა
დაფაზე დაწერილი სიტყვებიდან
წყალი,ნაძვი,ხე,,მელა,კოდალა,არყისძირა,კალია,ბაყაყი,იასამანი,ხვლიკი,ზამბახი,ქვიშა
მოსწავლეები სავარაუდოდ დაასახელებენ
ორ ზედმეტ სიტყვას-წყალი და ქვიშა,იმიტომ რომ ისინი არაცოცხალი ბუნების შემადგენელი
კომპონენტები არიან.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ
დააჯგუფონ დანარჩენი სიტყვები,რაც ასე გამოიხატება -
მცენარეები ცხოველები სოკოები
განხორციელებული აქტივობის შემდეგ,ვაგრძელებ
საუბარს იმით,რომ ჩვენს მიერ უკვე შესწავლილი მცენარეების, ცხოველებისა და
უმარტივესების გარდა არსებობს კიდევ ერთი საოცარი და განსაკუთრებული სამეფო
დედამიწაზე -სოკოების სამეფო და დღეს სწორედ მათზე ვისაუბრებთ,ეს იქნება
ჩვენი გაკვეთილის თემა
|
||||||
|
B_ ფაზა [შინაარსის რეალიზება] _ 20 წთ
მოსწავლეებს ვაწვდი ინფორმაციას სოკოს უჯრედის აგებულების
შესახებ,ვესაუბრები სოკოს ძირითად ნაწილებზე-ნაყოფსხეული და მიცელიუმი.სოკოს
კვების ტიპის თაობაზე,განვასხვავებ სასარგებლო და პარაზიტულ სოკოებს,შხამიან და
საჭმელ სოკოებს.შემომაქვს ახალი ტერმინი სიმბიოზი.გაკვეთილის ახსნის პროცესში
ვიყენებ პრეზენტაციას.
მოსწავლეებს
ვურიგებ ბარათებს და ვთხოვ ცხრილის
შესაბამის გრაფაში ჩაწერონ სამეფოსათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები
აქტივობის
შესრულების შემდეგ ვსვამ კითხვას:
იპოვეთ
თუ არა სოკოების მსგავსება მცენარეებთან და ცხოველებთან?
რომელთან
უფრო მეტი მსგავსებაა?
როგორ
ფიქრობთ,რატომ?
პასუხების
გაცემის შემდეგ ვსვამ სადისკუსიო შეკითხვას:
-„თქვენი აზრით, საჭიროებენ თუ არა
სოკოები სინათლეს?“
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს,
რადგანაც სოკოებს არ აქვთ
ქლოროფილი,მათ არ ესაჭიროება მზის სინათლე
C - ფაზა [გამთლიანება] – 12 წთ
იმის გასაგებად თუ რამდენად გაიგეს ახსნილი თემა მოსწავლეებმა, ვსვამ შემაჯამებელ
შეკითხვას:
-რა ძირითადი ნიშან- თვისებებია
დამახასიათებელი სოკოებისათვის?
მოსწავლეები პასუხობენ: სოკოს მნიშვნელოვანი
ნაწილი ნაყოფსხეულია ,ობობასმაგვარი ძაფების გროვა კი მიწაშია
ჩამალული.ნაყოფსხეული შედგება ფეხისაგან და ქუდისაგან.სოკოს აქვს უჯრედული
აგებულება,მის უჯრედებში არ არის ქლოროფილი,უჯრედის გარსში გვხვდება
ქიტინი,სამარაგო საკვები ნივთიერებაა გლიკოგენი.
|
||||||
|
·
შეფასება
- 3 წთ
გაკვეთილის ბოლოს შეფასების რუბრიკების გამოყენებით
(დისკუსიის შეფასების რუბრიკა და გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების
სქემა) შეფასდება მოსწავლეები
·
საშინაო დავალების მიცემა - 2 წუთი
ამის შემდეგ ვემშვიდობები მოსწავლეებს და ვუსურვებ მათ წარმატებებს.
|
||||||
|
|
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლის თვითშეფასების სქემა
რა იყო გაკვეთილზე
შენთვის ყველაზე საინტერესო?
|
|
რა ისწავლე
ამ გაკვეთილზე?
|
|
რა გააკეთე
ამ გაკვეთილზე?
|
|
ვისთან ერთად
იმუშავე?
|
|
რა გააკეთე
კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
|
|
რა ვერ გააკეთე
კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
|
|
რა გინდა, შემდეგში
უკეთ გააკეთო?
|
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
შეფასება
|
1–4
|
5–7
|
8–9-10
|
მოსმენა
|
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
საუბარი
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელს უჭირს გაგება
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია, ზოგჯერ უყურებს მსმენელს
|
მეტყველებს მკაფიოდ, უყურებს მსმენელს
|
მონაწილეობა
|
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს, კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა სადისკუსიო თემის გარშემო
|
იჩენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრის გამოთქმით
|
კოოპერაცია
|
იშვიათად თანამშრომლობს თანაკლასელებთან და ვერ იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, და იშვიათად, მაგრამ არღვევს
დისკუსიის წესებს
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, სხვებს აცლის აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებულიფაქტებით
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
არავერბალურიკომუნიკაცია
|
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს(თვალით, ჟესტით,ხმით,
გამომეტყველებით)
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები
|
Комментариев нет:
Отправить комментарий