პრეზენტაციები

1.პრეზენტაცია თემაზე :“სოკოების სამეფო“

პრეზენტაციის მიზანი იყო, ისეთი ცოცხალი ორგანიზმების შესწავლა,რომლებიც თავიანთი აგებულებით მცენარეებსაც ჰგვანან და ცხოველებსაც.ეს სოკოების მრავალფეროვანი სამეფოა.აღსანიშნავია, რომ ამ თემამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.მოპოვებული იქნა უამრავი მასალა .კლასის ერთი ნაწილი მუშაობდა უმდაბლეს სოკოებზე,ნაწილი უმაღლეს ანუ ქუდიან  სოკოებზე.დამზადდა საპრეზენტაციო პლაკატები და გამოიფინა კლასში.


2.პრეზენტაცია თემაზე:  “ავსტრალიის ფლორა და ფაუნა“
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ავსტრალიის უნიკალურ მცენარეთა და ცხოველთა სამეფოს.შეეტყოთ უფრო მეტი ცოცხალი ნამარხების -ექიდნასა და იხვნისკარტას შესახებ,გაენალიზებინათ,თუ რატომ უწოდეს ამ ცხოველებს ცოცხალი ნამარხები.მოეპოვებინათ მეტი ინფორმაცია ჩანთოსნებისა და კვერცხისმდებლების შესახებ.მოსწავლეები პრეზენტაციისათვის ემზადებოდნენ დიდი ენთუზიაზმით,პრეზენტაციამ  საინტერესოდ ჩაიარა.დამზადდა საპრეზენტაციო პლაკატები და გამოიფინა კლასში.
3.პრეზენტაცია თემაზე ;“ქვეწარმავლები“.მიზანი რეპტილიების სამეფოს
უკეთ შესწავლა,ცნობილი წარმომადგენლების უკეთ გაცნობა.








მე-10 კლასი-პრეზენტაცია თემაზე " დაბალანსებული კვება".


გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეპოვებინათ       ინფორმაცია სხვადასხვა საკვები პროდუქტის კვებით ღირებულებაზე და ენერგიის შემცველობაზე ,ემსჯელათ  დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის;
მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,კლასში მოაწყვეს პრეზენტაცია,შექმნეს საინფორმაციო ხასიათის კედლის გაზეთი.


































































Комментариев нет:

Отправить комментарий