რეფლექსია კვლევის შედეგების
გაზიარების შესახებ
2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისში
გადავწყვიტე დამეწყო კვლევაზე მუშაობა, გამომდინარე ჩემი პროფესიული საჭიროებიდან.კვლევის
ვაწარმოე თებერვალი-მაისის პერიოდში.კვლევის
ფარგლებში გამოვკვეთე პრობლემური საკითხი,დავსახე გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად,განვახორციელე
ინტერვენციები და შევიმუშავე რეკომენდაციები საბუნებისმეტყველო კათედრისადმი.
კვლევის წარმოების დასრულების შემდეგ მოვახდინე
მიღებული შედეგებისა და ჩემს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა საბუნებისმეტყველო
კათედრისადმი.თავდაპირველად კათედრის თავჯდომარეს მივმართე თხოვნით,რომ მოეწვია კათედრის
სხდომა,სადაც მექნებოდა შესაძლებლობა კვლევის შედეგების გამეზიარებინა კოლეგებისათვის.
სხდომა შედგა 7 ივნისს,დღის 2 საათზე ისტ-ის კაბინეტში.სხდომას
ესწრებოდა კათედრის ყველა წევრი:
თავჯდომარე-ეკატერინე
ნადარეიშვილი -ქიმიის პედაგოგი
სხდომის მდივანი-ჟანა
დათუაშვილი-ფიზიკის პედაგოგი
ბიოლოგიის პედაგოგი-ლიანა
აზალაძე
ბიოლოგიის პედაგოგი-ქეთევან
ჯიქია
პრეზენტაციის საშუალებით კათედრის თავჯდომარესა
და წევრებს გავაცანი ჩემი კვლევა,თავდაპირველად ვისაუბრე რამ მომცა ბიძგი და გადამაწყვეტინა
კვლევის წარმოება.პრეზენტაცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.პედაგოგებს აინტერესებდათ
კვლევის ყველა ეტაპი, განხორციელებული ინტერვენციები,პრე და პოსტკითხვარისა და ტესტირების
შედეგები.განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის შემუშავებული
რეკომენდაციები:
ü საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პროცესში
ექსპერიმენტების ჩართვა;
ü
თეორიული
სწავლებიდან გადასვლა ექსპერიმენტულ სწავლებაზე;
ü
მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით გაკვეთილების დაგეგმვა;
ü
წინასწარ
მომზადებული საგაკვეთილო გეგმა და საკლასო სივრცის მომზადება შესაბამისად:
ü
ექსპერიმენტების
ჩატარების დროს პრობლემის შერჩევა;
ü
ჩასატარებელი
სამუშაოების ისე დაგეგმვა, რომ მოსწავლეები თავად ასრულებდნენ პრაქტიკულ სამუშაოებს:
ü
თვალსაჩინოებების
გამოყენება:
ü
შედეგების
მოსწავლეებთან ერთად შეჯამება;
ü
მოსწავლეების მიერ დასკვნების გამოტანის ხელშეწყობა და წახალისება;
კათედრის თავმჯდომარემ და კათედრის წევრებმა ჩემს
მიერ წარმოებული კვლევა დადებითად შეაფასეს.კათედრის თავჯდომარემ-ქალბატონმა ეკამ თქვა,რომ
პრობლემა მართლაც აქტუალურია და საყოველთაო,შესაბამისად გასათვალისწინებელია შემოთავაზებული
რეკომენდაციები.სასურველი იქნებოდა კათედრას ჰქონოდა სრულყოფილად მოწყობილი ლაბორატორია,სადაც
შესაძლებლობა გვექნებოდა ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისა,რადგან საკლასო ოთახში
ჭირს მსგავსი ტიპის აქტივობების შესრულება.
კათედრის თავჯდომარის შემდეგ თავისი მოსაზრება
გამოთქვა ფიზიკის პედაგოგმა ქალბატონმა ჟანა დათუაშვილმა.მან თქვა,რომ კვლევა საინტერესოა
აქტუალობიდან გამომდინარე,მაგრამ ასევე საინტერესო იქნებოდა რა შედეგი დადგებოდა მაღალ
კლასებში მაგ:საშუალო საფეხურზე.ვინაიდან კვლევა მე-7 კლასში ჩატარდა,ამ ეტაპზე მოსწავლეებს
აქვთ შინაგანი მოტივაცია და კეთებით სწავლება კიდევ უფრო აღვივებს მას,მაგრამ ზედა
საფეხურებზე შესაძლოა კვლევის შედეგები განსხვავებული ყოფილიყო.
ბიოლოგიის პედაგოგმა,ქალბატონმა ლიანა აზალაძემ
თქვა,რომ გაითვალისწინებს აღნიშნულ რეკომენდაციებს,შეეცდება გაკვეთილები დაგეგმოს მოსწავლეთა
საჭიროებებიდან გამომდინარე,ხშირად ჩართოს ექსპერიმენტებით სწავლება თავის პრაქტიკაში.
გავაანალიზე რა კათედრის წევრებისადმი წარდგენილი
კვლევის შედეგები,ვფიქრობ ჩემი კვლევა დაეხმარება მათ საყოველთაო პრობლემის მოგვარებაში,კათედრის
წევრები მზად არიან მიიღონ და დანერგონ აღნიშნული რეკომენდაციები.