რესურსი
მცენარეული და ცხოველური უჯრედების ასაწყობი მოდელები
უიჰყჰ
რეფლექსია
მცენარეული და ცხოველური უჯრედების ასაწყობი მოდელები
უიჰყჰ
რეფლექსია
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,უჯრედისა და მისი კომპონენტების ურთიერთკავშირი
მნიშვნელოვანი საკითხია ბიოლოგიაში.უჯრედის შესწავლა იწყება საბაზო საფეხურზე მე-7
კლასში და გრძელდება მე-10 კლასში.
აღნიშნული საკითხის შესწავლის დროს ხშირად ვაწყდები სხვადასხვა სახის პრობლემას,მოსწავლეებს უჭირთ უჯრედის ორგანოიდების
აგებულებისა და ფუნქციების ერთმანეთთან დაკავშირება,უჯრედის როგორც ერთი მთლიანის აღქმა.
რადგან
მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ,ამიტომ გადავწყვიტე
შემექმნა აღნიშნული რესურსი-უჯრედის მოდელი.ვფიქრობ,რომ იგი კარგი თვალსაჩინოებაა,ერთი
მხრივ იმის გამო,რომ მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებენ ორგანოიდების ფორმას,აგებულებას,მდებარეობას
უჯრედში,მეორე მხრივ მოსწავლეებს ასევე საშუალება აქვთ ადვილად დაიმახსოვრონ მცენარეული
და ცხოველური უჯრედებისთვის დამახასიათებელი კომპონენტები,ის ორგანოიდები,რომლებიც
მხოლოდ მცენარეულ ან ცხოველურ უჯრედში გვხვდება და შეადარონ ერთმანეთს უჯრედის ეს ორი
ტიპი.
აღნიშნული რესურსი ინტერაქტიულია,მას ვიყენებ
თამაშის სახით.მოსწავლეები ყუთიდან იღებენ რომელიმე ორგანოიდს,მათ ევალებათ დაასახელონ
ამ ორგანოიდის ფუნქცია,ისაუბრონ აგებულებაზე და მოათავსონ ან მცენარეულ,ან ცხოველურ უჯრედში.შეძლებისდაგვარად,
აგრეთვე, სწორად განსაზღვრონ ორგანოიდის ადგილმდებარეობა. მიმაჩნია,რომ ამით სამუშაო
პროცესი უფრო სახალისო ხდება და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.
ამ
რესურსის გამოყენება ხელს მიწყობს მოსწავლეებს ვასწავლო მცენარეული და ცხოველური უჯრედების
აგებულება და მსგავსება- განსხვავების დანახვა მათ შორის.
ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით აღნიშნული რესურსი მეხმარება მე-7 და მე-10 კლასებში მისაღწევ
შედეგებზე გასვლაში.
VII კლასი
ბუნ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების ელემენტარულ ერთეულზე;
· მოიპოვებს ინფორმაციას ილუსტრაციებიდან უჯრედის ფორმის მრავალფეროვნების შესახებ (ერთ- და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში) და აკავშირებს უჯრედის ფორმას მის ფუნქციასთან;
·
ილუსტრაციაზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციას.
X კლასი
ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს, როგორც ერთ მთლიანს.
რესურსის გამოყენების ინტრუქცია
რესურსი
წარმოდგენილია მცენარეული და ცხოველური უჯრედების,ასევე მათი ორგანოიდების ფორმებით,რომლებიც გამოჭრილია
მუყაოს ქაღალდისაგან,თითოეულ ორგანოიდს აქვს მაგნიტი.
დაფაზე
ერთმანეთის გვერდით ვაკრავ უჯრედების ფორმებს.ორგანოიდებს ვათავსებ ყუთში და ვთხოვ
მოსწავლეებს ყუთიდან ამოიღონ რომელიმე ორგანოიდი.ფორმის მიხედვით მოსწავლე უნდა მიხვდეს
რომელი ორგანოიდია,აღწეროს მისი აგებულება,დაასახელოს ფუნქციები და მიაკუთვნოს რომელიმე
უჯრედს.შემდეგ გამოდის მეორე მოსწავლე და ა.შ. მანამ არ აიწყობა ორივე უჯრედი სრულად.ამის
შემდეგ მოსწავლეები მეორე ყუთიდან იღებენ ბარათებს,რომლებზე დაწერილია ორგანოიდების
ფუნქციები.მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ფუნქციის მიხედვით რომელ ორგანოიდზეა საუბარი
და მოათავსონ ბარათი ამ ორგანოიდის სიახლოვეს.
საბოლოოდ შეჯამების სახით მოსწავლეებს ვთხოვ დაასახელონ ის ორგანოიდები,რომლებიც მხოლოდ მცენარეულ
ან ცხოველურ უჯრედშია.ამ აქტივობით ისინი ადარებენ ერთმანეთს უჯრედებს და აკავშირებენ
უჯრედის შემადგენელ კომპონენტებს უჯრედის ფუნქციებთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий